ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

BRIGHTMINDS

სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში მის მიერ გამოცემულმა გაზეთებმა საქართველოს მოამბემ და ივერიამ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბანკის რესურსი უმეტესწილად საქართველოში სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საქველმოქმედო პროექტებს ხმარდებოდა. მანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.